თბილისის საკრებულოს დეპუტატს ილია ჯიშკარიანს ბრალდება წარედგინა
loader

Breaking news

თბილისის საკრებულოს დეპუტატს ილია ჯიშკარიანს ბრალდება წარედგინა

  • თბილისის საკრებულოს დეპუტატს ილია ჯიშკარიანს ბრალდება წარედგინა

თბილისი: გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საკრებულოს დეპუტატს ილია ჯიშკარიანს თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებიული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.

"2019 წლის 8 ოქტომბერს, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“,  ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებიული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე, წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტითა  (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.  (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)

საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილება  თამთა თოდაძის დაზარალებულად ცნობის შესახებ. თამთა თოდაძე ხვალ, 11:30 საათზე დაბარებულია პროკურატურაში დადგენილების გასაცნობად", - აცხადებენ პროკურატურაში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე