ოდესაში ქართული ფესტივალი "თბილისობა ოდესაში" გაიმართა
loader

Breaking news

ოდესაში ქართული ფესტივალი "თბილისობა ოდესაში" გაიმართა

  • ოდესაში ქართული ფესტივალი თბილისობა ოდესაში გაიმართა

თბილისი: ოდესაში ქართული ფესტივალი "თბილისობა ოდესაში“ საზეიმოდ აღინიშნა. ღონისძიება ოდესაში საქართველოს საკონსულოსა და საქართველოს კონსულის თორნიკე ბერეკაშვილის და უკრაინაში "საქართველოს ახალგაზრდა ელჩის“ - სანდრო თოფურიას ორგანიზებითა და ქ. ოდესაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენების მხარდაჭერით გაიმართა. 

აღნიშნულ ღონისძიებას ქალაქ ოდესაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმართველობისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ოდესის მაცხოვრებლები და ქალაქის სტუმრები, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

საზეიმო ღონისძიებაზე - "თბილისობა ოდესაში“ წარმოდგენილი იყო საკონცერტო და გასართობი პროგრამა, ეროვნული სამზარეულო და ქართული ღვინო, ქართული კოლორიტული სუვენირები, საზეიმო ფოტოზონები, მასტერ კლასები, ვიქტორინები და სხვა. ფესტივალზე ყველა მსურველს შეეძლო შეხებოდა ძირძველ ქართულ ტრადიციას, საწნახელში ყურძნის დაწურვას, ხოლო ყურძნის წვენიდან სტუმრებს იქვე შეეძლოთ ჩურჩხელის დამზადება.

ღონისძიების საკონცერტო პროგრამა ცნობილი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის ხსოვნისადმი პატივის მიგებით დაიწყო.

ფესტივალზე დამსწრე სტუმრებისთვის განსაკუთრებული სიურპრიზი იყო სპეციალურად ქ. ოდესაში თბილისობის აღსანიშნავად მოწვეული ქართული ესტრადის ვარსკლავები - მომღერალი ნინო ჩხეიძე, მუსიკოსი და მსახიობი - გიორგი გილიგაშვილი და ჯგუფი “DUDU BAND”. ასევე დამსწრე სტუმრებისთვის მღეროდნენ და ცეკვავდნენ უკრაინის ხალხური მხატვრული კოლექტივი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი "საქართველო“, მომღერალი - ნიკოლას უჩავა, ქართული საკვირაო სკოლის „ანა-ბანა“, ცენტრის "ივერიას" ნორჩი წარმომადგენლები და მათი ნიჭიერი უკრაინელი მეგობრები - ეროვნული კაზაკური გუნდი „Козацьке коло“ ლარისა კოზლოვსკას ხელმძღვანელობით.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე