აზერბაიჯანის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად ალი ასადოვი დაამტკიცა
loader

Breaking news

აზერბაიჯანის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად ალი ასადოვი დაამტკიცა

  • აზერბაიჯანის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად ალი ასადოვი დაამტკიცა

თბილისი: აზერბაიჯანს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. პრემიერის პოსტი ეკონომიკურ საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა ალი ასადოვმა დაიკავა.

63 წლის ალი ასადოვი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრად ქვეყნის პარლამენტმა დღეს დაამტკიცა.

ასადოვმა პრემიერის პოსტზე ნოვრუზ მამედოვი შეცვალა, რომელმაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს გადადგომის თხოვნით რამდენიმე ხნის წინ მიმართა

ნოვრუზ მამედოვი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2018 წლის აპრილის შემდეგ იკავებდა.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე