პრემიერ-მინისტრი 9 ოქტომბერს აზერბაიჯანს, შემდეგ კვირაში კი სომხეთს ეწვევა
loader

Breaking news

პრემიერ-მინისტრი 9 ოქტომბერს აზერბაიჯანს, შემდეგ კვირაში კი სომხეთს ეწვევა

  • პრემიერ-მინისტრი 9 ოქტომბერს აზერბაიჯანს შემდეგ კვირაში კი სომხეთს ეწვევა

თბილისი: პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მიმდინარე თვეში ვიზიტით აზერბაიჯანს, სომხეთს და თურქეთს ეწვევა, - პრემიერ-მინისტრის პირველ საგარეო ვიზიტებთან დაკავშირებით ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. 

"საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პირველი ოფიციალური ვიზიტები განხორციელდება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, რომლებიც არიან ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორები, როგორც საგარეო პოლიტიკური, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.

2019 წლის 9 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრი ეწვევა აზერბაიჯანის რესპუბლიკას, შემდეგ კვირას ვიზიტი შედგება სომხეთში. ასევე, მზადდება პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში, რომელიც თვის ბოლოს გაიმართება.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ვიზიტი ბრიუსელში შედგება ევროკომისიაში ამჟამად მიმდინარე საკადრო საკითხების დასრულებისთანავე, როგორც კი განახლებული ევროკომისია საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე