იუნესკო-მ თბილისი 2021 წლის მსოფლიო წიგნის დედაქალაქად დაასახელა
loader

Breaking news

იუნესკო-მ თბილისი 2021 წლის მსოფლიო წიგნის დედაქალაქად დაასახელა

  • იუნესკო-მ თბილისი 2021 წლის მსოფლიო წიგნის დედაქალაქად დაასახელა

თბილისი: იუნესკო-ს გადაწყვეტილებით თბილისი 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქი იქნება. ინფორმაცია ამის შესახებ იუნესკოს ვებგვერდზე 7 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად, თბილისის მერიამ და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებამ განაცხადი 2019 წლის მაისში წარადგინეს. 

პროგრამა რამდენიმე მასშტაბურ ღონისძიებას მოიცავს, რომელიც ფოკისურებულია იმაზე, რომ თანამედროვე ტექნილოგიების გამოყენებით ახალგაზრდებში კითხვის ინტერესი გაიზარდოს.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს სტატუსი 2021 წლის 23 აპრილს ამოქმედდება. 1 წლის განმავლობაში დედაქალაქში არაერთი ღონისძიება გაიმართება, რაც თავის მხრივ, ტურისტების რაოდენობას გაზრდის.

2019 წლის მსოფლიო წიგნის დედაქალაქად არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქი შარჯა დასახელდა, 2020 წლის კი – მალაიზიის დედაქალაქი კუალა-ლუმპური.

მსოფლიო წიგნის დედაქალაქის წოდებას იუნესკო 2001 წლიდან ანიჭებს. 2001 წელს ეს წოდება ესპანეთის დედაქალაქ მადრიდს ხვდა წილად.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე