თბილისი: ნატო-ს მასშტაბური სამხედრო წვრთნები "ევროპის დამცველი 2020“ საქართველოშიც ჩატარდება.
"ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, სამხედრო სწავლებაში, რომელიც 2020 წლის აპრილ-მაისში 10 ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, პოლონეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, ესტონეთსა და საქართველოში გაიმართება.
წვრთნებში სულ 18 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.
სამხედრო სწავლებაში 20 000 ამერიკელი და 8 000 ევროპელი ჯარისკაცი იქნება ჩართული.