"მსგავსი რეიტინგები მსოფლიოს უკეთესად აცნობს ჩვენს ქვეყანას"
loader

Breaking news

"მსგავსი რეიტინგები მსოფლიოს უკეთესად აცნობს ჩვენს ქვეყანას"

  • მსგავსი რეიტინგები მსოფლიოს უკეთესად აცნობს ჩვენს ქვეყანას

თბილისი: ეკონომიკური ექსპერტი შოთა გულბანი, 2019 წლის პირველ ოქტომბერს მსოფლიო ბანკის მიერ  “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მორიგი გამოკვლევის გამოაქვეყნებას ეხმაურება, სადაც საქართველო „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულში გამწესდა.

"წარმოვიდგინოთ სიტუაცია, კაი ფულიანი ინვესტორი ეძებს ქვეყანას ფულის დასაბანდებლად. გადაქექა გავლენიანი ორგანიზაციების კვლევები და ერთ-ერთში აღმოაჩნინა, რომ სახელისუფლებო კორუფციისგან თავისუფლებით საქართველო არც მეტი არც ნაკლები გერმანიის, ესტონეთის, ავსტრალიისა და ჰონგ კონგის შემდეგ მოდის და ამ შედეგით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში შედის. რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს ფაქტია. ამის შემდეგ ნებისმიერი ინვესტორი, საქრათველოს შესახებ საერთოდ არაფერი რო არ სმენოდა აქამდე, სულ მინიმუმ დაინტერესდება ქვეყნით და მეტ ინფორმაციას მოიძიებს, ნიადაგს მოამზადებს საქმის დასაწყებად, ყოველ შემთხვევაში ის მეოთხე ადგილი თავის პროგრამა მინიმუმს მაინც შეასრულებს და ჩვენს ქვეყანას გააცნობს საერთაშორისო ინვესტორებს. ხოლო კორუფციისგან თავისუფლება ერთ-ერთი საკვანძო საკითხია და ქვეყნის რეპუტაციულ ინტერესებს გამოხატავს. შეიძლება ვიღაცას ეგონოს, რომ მსგავსი რეიტინგები არაფრის მომტანია, თუმცა რეალურად ის თავის საქმეს აკეთებს და მსოფლიოს უკეთესად აცნობს ჩვენს ქვეყანას”,- წერს შოთა გულბანი


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე