კიევი: ერაყში ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 104-მდე გაიზარდა.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 6 100 ადამიანი.
მისივე ცნობით, დაშავებულთა შორის 1200 უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელია, დაღუპულია 8 ძალოვანი.
ბაღდადსა და ერაყის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქებში არეულობა რამდენიმე დღეა, არ წყდება. ერაყის უსაფრთხოების ძალებმა კორუფციისა და უმუშევრობის გასაპროტესტებლად ქუჩებში გამოსული მომიტინგეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენეს ცეცხლსასროლი იარაღიც.
არეულობის გამო ერაყის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი მოქმედებს. გათიშულია ინტერნეტიც.