ერაყში საპროტესტო აქციების შედეგად ასამდე ადამიანი დაიღუპა
loader

Breaking news

ერაყში საპროტესტო აქციების შედეგად ასამდე ადამიანი დაიღუპა

  • ერაყში საპროტესტო აქციების შედეგად ასამდე ადამიანი დაიღუპა

კიევი: ერაყში მიმდინარე საპროტესტო აქციების შედეგად, ბოლო სამი დღის განმავლობაში ასამდე ადამიანი დაიღუპა, 190 კი დაშავდა. 

მასშტაბური დემონსტრაციები და ამის პარალელურად შეტაკებები დედაქალაქ ბაღდადში, ასევე ქალაქებში – ნასირიაში, ამარაში, ბაქუბაში, ჰილასა და ნაჯაფში მიმდინარეობს.

არეულობის გამო, რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათია გამოცხადებული. 

არეულობა ერაყში ბოლო რამდენიმე დღეა, გრძელდება.

კორუფციის, უმუშევრობისა და ქვეყანაში არსებული სოციალური პირობების წინააღმდეგ მიმდინარე აქცია 2 ოქტომბერს მასშტაბურ შეტაკებებში გადაიზარდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე