ტრამპმა პოლონეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების განკარგულება გასცა
loader

Breaking news

ტრამპმა პოლონეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების განკარგულება გასცა

  • ტრამპმა პოლონეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების განკარგულება გასცა

კიევი: აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, პოლონეთისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი ოფიციალურად გადაწყდა.

მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა შესაბამისი განკარგულება უკვე გასცა. 

აშშ-სთან სავიზო რეჟიმის გაუქმება პოლონეთის მოქალაქეებს უფლებას მისცემს ქვეყანაში 90 დღის განმავლობაში ჩავიდნენ. თუმცა ის მოქალაქეები, რომლებიც 2011 წლის 1 მარტის შემდეგ იყვნენ ვიზიტით ჩრდილოეთ კორეაში, ირანში, ერაყში, ლიბიაში, სომალიში, სუდანში და სირიაში უვიზო პროგრამაში ვერ ჩაერთვებიან. მათ აშშ-ის ვიზა ადრე მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში უნდა მოითხოვონ. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე