თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
loader

Breaking news

თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

  • თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

თბილისი: ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ავიაციის მთავარ მარშალს, სერ სტიუარტ ფიჩს შეხვდა.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ალიანსის უმაღლეს სამხედრო პირს თავდაცვის უწყებაში გატარებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ ესაუბრა. საუბარი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ეგიდით ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველოს წვლილს შეეხო.

მხარეებმა თავდაცვის ეროვნულ სტრატეგიაზეც ისაუბრეს და ნატოსთან გაძლიერებული ურთიერთთანამშრომლობის შესაძლო სფეროები განიხილეს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე