აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის "ჯაველინის“ მიყიდვის საკითხი დაამტკიცა
loader

Breaking news

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის "ჯაველინის“ მიყიდვის საკითხი დაამტკიცა

  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის ჯაველინის მიყიდვის საკითხი დაამტკიცა

თბილისი: აშშ-ის ხელისუფლებამ უკრაინისთვის 39 მილიონი დოლარის ღირებულების Javelin-ის ტიპის 150 ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის და მათთვის საჭირო მოწყობილობების მიყიდვას მხარი დაუჭირა. 

"სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის 39,2 ​მილიონი დოლარის ღირებულების Javelin-ის ტიპის 150 რაკეტის მიყიდვის შესახებ“, - განაცხადეს პენტაგონის შემადგენლობაში შემავალი თავდაცვითი თანამშრომლობის სააგენტოში.

პენტაგონში აცხადებენ, რომ უკრაინის სამხედრო დახმარება გაგრძელდება.

2018 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას Javelin-ის ტიპის 200 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა და 37 გამშვები დანადგარი მიჰყიდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე