"პრემიერმა დაგვავალა, გავაძლიეროთ მუშაობა ბიზნესთან, უახლოესი დღეებიდან დავიწყებთ შეხვედრებს"
loader

Breaking news

"პრემიერმა დაგვავალა, გავაძლიეროთ მუშაობა ბიზნესთან, უახლოესი დღეებიდან დავიწყებთ შეხვედრებს"

  • პრემიერმა დაგვავალა გავაძლიეროთ მუშაობა ბიზნესთან უახლოესი დღეებიდან დავიწყებთ შეხვედრებს

თბილისი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, ეკონომიკური ბლოკის სამინისტროები ბიზნესის სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავენ.

"დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი დავალება მივიღეთ სამინისტროებმა, განსაკუთრებით ეკონომიკური ბლოკის სამინისტროებმა საქართველოს პრემიერისგან. დავალება არის, რომ გავაძლიეროთ მუშაობა ბიზნესთან და პრაქტიკულად, უახლოესი დღეებიდან დავიწყებთ შეხვედრას სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან, ბიზნესასოციაციებთან“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, მის სამინისტროს აქვს საკმაოდ ხშირი კომუნიკაცია ბიზნესთან, მაგრამ ახლა კიდევ უფრო გაძლიერდება ამ მიმართულებით მუშაობა.

"მთავარი აქცენტი გაკეთდება იმაზე, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი ბიზნესგარემო კიდევ უფრო მიმზიდველი, რა ბარიერები აწუხებს ბიზნესებს, რომელ დარგში რა რეგულაცია შეიძლება, გამარტივდეს და როგორ მოვუხსნათ ყველა პრობლემა იმისთვის, რომ ჩვენი მოლოდინი, 5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა შესრულდეს და ჩვენი დაგეგმილი საბიუჯეტო ვალდებულებები პირნათლად იყოს შესრულებული. ყველა დარგს აქვს თავისი სფეციფიკა. მზად ვარ, თითოეული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, დაწვრილებით მოგახსენოთ, რა დასკვნებამდე მივდივართ, რა პრობლემების იდენტიფიკაცია ხდება და როგორ ვაპირებთ, გავამარტივოთ ეს რეგულაციები. არ იქნება სწორი, მთლიანობაში ვისაუბრო, მე ვამბობ ჩვენი სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე