აშშ-ში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა
loader

Breaking news

აშშ-ში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

  • აშშ-ში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

კიევი: აშშ-ში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა, მათგან სამი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ინციდენტი კონექტიკუტის შტატში, ბრედილის აეროპორტში მოხდა.

პოლიციის ცნობით, ავარიის დროს „ბი-17“ ტიპის ბომბდამშენის ბორტზე სულ 13 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის 10 მგზავრი და ეკიპაჟის სამი წევრი. გარდა ამისა, დაშავდნენ ადამიანები, რომლებიც იმ შენობაში იმყოფებოდნენ, რომელსაც თვითმფრინავი შეეჯახა.

მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბდამშენი აფრენიდან რამდენიმე წუთში გამოვიდა მწყობრიდან. პილოტებმა დაშვება სცადეს, თუმცა მართვაზე კონტროლი დაკარგეს და ბომბდამშენი აეროპორტში მდებარე ერთ-ერთ შენობას შეეჯახა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე

ასევე წაიკითხეთ:

დრონების თავდასხმის შემდეგ საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვება 50%-ით შემცირდა