"აშშ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე მდგარი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ"
loader

Breaking news

"აშშ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე მდგარი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ"

  • აშშ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე მდგარი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

თბილისი: აშშ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე მდგარი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მიერ გიორგი გახარიასადმი გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული, რომლითაც მას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს.

"ველოდებით თქვენთან თანამშრომლობას აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად ისეთ სფეროებში, როგორიცაა დემოკრატია და მმართველობა, ეკონომიკა და სავაჭრო თანამშრომლობა, თავდაცვა და უსაფრთხოება, ასევე ადამიანთა შორის კონტაქტები და კულტურული გამოცდილების გაზიარება.

ამერიკის შეერთებული შტატები ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე მდგარი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

აშშ-ი ერთგულია 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისა, რომელიც კიდევ ერთხელ დადასტურდა 2018 წლის ბრიუსელის სამიტზე და რომლის თანახმად, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი“, – ნათქვამია მაიკ პომპეოს მილოცვაში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე