ევროსაბჭოს ახალი გენერალური მდივანი პირველი ვიზიტით საქართველოს, შემდეგ კი უკრაინას ეწვევა
loader

Breaking news

ევროსაბჭოს ახალი გენერალური მდივანი პირველი ვიზიტით საქართველოს, შემდეგ კი უკრაინას ეწვევა

  • ევროსაბჭოს ახალი გენერალური მდივანი პირველი ვიზიტით საქართველოს შემდეგ კი უკრაინას ეწვევა

თბილისი: ევროსაბჭოს ახალი გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი პირველი ვიზიტით საქართველოში ჩამოვა. ამის შესახებ Facebook-ზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უკრაინული დელეგაციის წევრი, რადის დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო წერს.

"ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაზე ევროპის საბჭოს ახალმა გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა პირობა დადო, რომ მისი პირველი ვიზიტი საქართველოში, მეორე კი უკრაინაში შედგება.

ის თანამდებობას ტორბიორნ იაგლანდის წასვლის შემდეგ დაიკავებს, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სანქციების გარეშე რუსეთის დაბრუნებისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა“, - წერს გონჩარენკო.

ტორბიორნ იაგლანდს უფლებამოსილების ვადა 2019 წლის ოქტომბერში ეწურება. მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი პოსტს 2024 წლამდე დაიკავებს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე