ავსტრიის ვადამდელ არჩევნებში სებასტიან კურცის "სახალხო პარტიამ" გაიმარჯვა
loader

Breaking news

ავსტრიის ვადამდელ არჩევნებში სებასტიან კურცის "სახალხო პარტიამ" გაიმარჯვა

  • ავსტრიის ვადამდელ არჩევნებში სებასტიან კურცის სახალხო პარტიამ გაიმარჯვა

კიევი: ავსტრიაში 29 სექტემბერს ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში სებასტიან კურცის კონსერვატიულმა „სახალხო პარტიამ“ გაიმარჯვა. მეორე ადგილზე არიან სოციალ-დემოკრატები 21.5%-ით, მესამეზე კი ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიაა“ 17.3%-ით.

ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, რომელიც საარჩევნო პროცესზეა პასუხისმგებელი.

წინასწარი მონაცემებით, კურცის პარტიას 38,4%-მა დაუჭირა მხარი, რაც 2017 წლის არჩევნებთან შედარებით 6,8%-ით მეტია.

სავარაუდო კოალიციურ პარტნიორებზე საუბრისას სებასტიან კურცმა აღნიშნა, რომ მზად არის, მოლაპარაკებები აწარმოოს პარლამენტში მოხვედრილ ყველა პარტიასთან.

არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, „თავისუფლების პარტიის“ ლიდერმა ნორბერტ ჰოფერმა აღნიშნა, რომ მისი პარტია ოპოზიციაში მიდის. 

პოლიტოლოგები ვარაუდობენ, რომ ავსტრიის ყოფილმა კანცლერმა კოალიცია შესაძლოა, მწვანეებთან შეკრას.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე