"როგორც ნებისმიერი სხვა ამერიკელი, მეც ვიმსახურებ იმას, შევხვდე ადამიანს, ვინც მე დამადანაშაულა"
loader

Breaking news

"როგორც ნებისმიერი სხვა ამერიკელი, მეც ვიმსახურებ იმას, შევხვდე ადამიანს, ვინც მე დამადანაშაულა"

  • როგორც ნებისმიერი სხვა ამერიკელი მეც ვიმსახურებ იმას შევხვდე ადამიანს ვინც მე დამადანაშაულა

კიევი: აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სურს შეხვდეს დაზვერვის თანამშრომელს, რომელმაც მასზე ანონიმური საჩივარი დაწერა. გარდა ამისა, ტრამპმა გამოთქვა სურვილი შეხვდეს ინფორმატორს, რომელმაც კონგრესმენ ადამ შიფს მისი და ზელენსკის საუბრის შინაარსი გადასცა.

"როგორც ნებისმიერი სხვა ამერიკელი, მეც ვიმსახურებ იმას, რომ შევხვდე ადამიანს, ვინც მე დამადანაშაულა. განსაკუთრებით იმიტომ, რომ მან უცხოელ ლიდერთან იდეალურ საუბარს არასწორი ინტერპრეტაცია მისცა.

მინდა შეხვდეს არა მხოლოდ ჩემს პროკურორს, რომელმაც ინფორმაცია მეორე, მესამე, მეოთხე ხელიდან წარმოადგინა (ჩვენ ვსაუბრობთ სადაზვერვო კომიტეტის ხელმძღვანელ ადამ შიფზე), არამედ იმ პირთანაც, ვინც უკანონოდ მიაწოდა მას ეს მონაცემები, რომლებიც, ძირითადად, არასწორია. ეს ადამიანი ამერიკის პრეზიდენტზე ჯაშუშობდა? სერიოზული შედეგები ელოდება მას“, - წერს ტრამპი ტვიტერზე.

ტრამპი ასევე გამოეხმაურა დემოკრატი კონგრესმენის ადამ შიფის განცხადებებს და აღნიშნა, რომ შიფი „შესაძლო თაღლითობის და სახელმწიფო ღალატის გამო ყველაზე მაღალ დონეზე უნდა დაიკითხოს“.

29 სექტემბერს ადამ შიფმა განახცადა, რომ კონგრესში წარმოდგენილი დემოკრატები შეეცდებიან გაარკვიონ, ხომ არ მალავს ტრამპი სხვა უცხოელ ლიდერებთან, მათ შორის ვლადიმერ პუტინთან და საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან თავისი საუბრების შინაარსს, რითაც ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს აზარალებს.

ამის შემდეგ დაზვერვის თანამშრომლის ადვოკატებმა სენატის სადაზვერვო საკითხთა კომიტეტს წერილით მიმართეს, რომელშიც აღნიშნავენ, რომ მათ კლიენტს სერიოზული საფრთხე ემუქრება.

აშშ-ის დაზვერვის თანამშრომელმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საჩივარი დაწერა, რომელიც მისი და ერთ-ერთი უცხოელი ლიდერის საუბარს ეხებოდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს ლიდერი უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი იყო.

ჩანაწერის თანახმად, ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი შვილის საკითხი განიხილა. აშშ-ის კონგრესის დემოკრატმა წევრებმა კი გამოთქვეს ვარაუდი, რომ კორუფციასთან ბრძოლის საფარქვეშ ტრამპი უკრაინის ხელისუფლებას თავისი ოპონენტების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე