ჯარისკაცებმა „თბილისიმარათონი 2019“- ში მიიღეს მონაწილეობა
loader

Breaking news

ჯარისკაცებმა „თბილისიმარათონი 2019“- ში მიიღეს მონაწილეობა

  • ჯარისკაცებმა თბილისიმარათონი 2019- ში მიიღეს მონაწილეობა

თბილისი: თბილისში, რუსთაველის გამზირზე „თბილისიმარათონი 2019“ გაიმართა, სადაც საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს. სპორტულ აქტივობაში დაჭრილი და დაშავებული ჯარისკაცებიც ჩაერთვნენ, რომლებმაც ღონისძიების ბოლოს ფულადი ჯილდო და პრიზები მიიღეს.

რიგით მე-8 „თბილისიმარათონი2019“ კომპანია "ჰაიდელბერგცემენტის" ორგანიზებით ჩატარდა. წელს მასში მონაწილეობა 2500 მსურველმა მიიღო. გარბენის მარშრუტი თბილისის ისტორიულ ქუჩებსა და ღირსშესანიშნაობებს მოიცავდა. მონაწილეებმა 21 და 10-კილომეტრიანი გარბენი დაფარეს.

"თბილისიმარათონი“ საქველმოქმედო ხასიათისაა და მიზნად საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ემსახურება. მონაწილეების მიერ გადახდილი თანხა კომპანია "ჰაიდელბერგცემენტის" მიერ იქნება გაორმაგებული და ძეგვის თავშესაფარის კეთილმოწყობას მოხმარდება.

"თბილისიმარათონი2019“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, გერმანიის საელჩოსა და ქალაქ თბილისის მერიის პატრონაჟით გაიმართა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე