"იმის შემდეგ, რასაც ვხედავთ, კიდევ უფრო მეტად დამაფიქრებელია ის ე.წ."პრინციპული“ უმოწყალობა, რასაც ადგილი აქვს დატყვევებული დეკანოზის მიმართ"
loader

Breaking news

"იმის შემდეგ, რასაც ვხედავთ, კიდევ უფრო მეტად დამაფიქრებელია ის ე.წ."პრინციპული“ უმოწყალობა, რასაც ადგილი აქვს დატყვევებული დეკანოზის მიმართ"

  • იმის შემდეგ რასაც ვხედავთ კიდევ უფრო მეტად დამაფიქრებელია ის ეწპრინციპული უმოწყალობა რასაც ადგილი აქვს დატყვევებული დეკანოზის მიმართ

თბილისი: არსებულის ფონზე ჩვენს გულისტკივილს იწვევს ის უმოწყალობა, რასაც ვხედავთ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ, რომელსაც მისჯილი აქვს თავისუფლების ცხრა წლით აღკვეთა, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა.

"არ შემიძლია რამდენიმე სიტყვა არ ვთქვა იმ მდგომარეობის შესახებ, რაც შეიქმნა მძიმე დანაშაულობათა გამო გასამართლებულ პატიმართა შეწყალებასთან დაკავშირებით. ამ შეწყალების აქტის გამოცემას საზოგადოებაში ძალიან მწვავე რეაქცია მოჰყვა და საჯაროდ გამოთქმული არაორაზროვანი ვარაუდების გამო გამოძიებაც კი დაიწყო შესაბამისმა ორგანომ ე.წ. შეწყალების სიის წარმომავლობასთან დაკავშირებით; არსებულის ფონზე ჩვენს გულისტკივილს იწვევს ის უმოწყალობა, რასაც ვხედავთ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ, რომელსაც მისჯილი აქვს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა. იმის შემდეგ, რასაც ამ დღეებში ვხედავთ და გვესმის, კიდევ უფრო მეტად დამაფიქრებელია ის ე.წ. „პრინციპული“ უმოწყალობა, რასაც ადგილი აქვს დატყვევებული დეკანოზის მიმართ; მით უფრო, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ეჭვის თვალით უყურებს მის ბრალეულობას.

საზოგადოდ კი უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ, ქრისტიანებს, არ გვესწავლება, რომ შეწყალება (პატიება), ეს უაღრესად ჰუმანური ქმედება, არის ქრისტიანული ცხოვრებისა და მსახურების შემადგენელი მნიშვნელოვანი ასპექტი. გავიხსენოთ, თუნდაც, წმიდა სახარებისეული იგავი უწყალო მონის შესახებ (მთ. 18,21-35), სადაც საუბარია ადამიანზე, რომელსაც ბატონმა დიდი ვალი აპატია, ხოლო მან, თავის მხრივ, არ აპატია მცირედი ვალი ადამიანს, რომელსაც, პირიქით, მისი ემართა; უმოწყალობის შედეგი ძალიან მძიმე აღმოჩნდა. მიუტევე და მოგეტევება; აი, მთავარი სამოქმედო პრინციპი ქრისტიანისა", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე