ქართველი გენერალი RSM-ის მმართველობაში მაღალ თანამდებობას დაიკავებს
loader

Breaking news

ქართველი გენერალი RSM-ის მმართველობაში მაღალ თანამდებობას დაიკავებს

  • ქართველი გენერალი RSM-ის მმართველობაში მაღალ თანამდებობას დაიკავებს

თბილისი: საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ნიკოლოზ ჯანჯღავა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მმართველობაში უსაფრთხოების საკითხებში შტაბის უფროსის მოადგილის თანამდებობას (Deputy DCOS Security Assistance) დაიკავებს.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე აღნიშნულ თანამდებობაზე ერთი წლის განმავლობაში იმუშავებს.

ავღანეთში გამგზავრებამდე ბრიგადის გენერალ ნიკოლოზ ჯანჯღავას საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეხვდა. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრო.

ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მმართველობაში (ქ. ქაბული) საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენელი მაღალ თანამდებობას პირველად დაიკავებს. „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ სამხედრო მართვის რგოლი ტრადიციულად ნატოს წევრი ქვეყნების უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობიდან კომპლექტდება.

ნატოს სამშვიდობო ოპერაციის მართვის პროცესში ქართველი გენერლის ამოცანას წვრთნების, რჩევისა და დახმარების ღონისძიებების (Training Advising Assisting) უზრუნველყოფა წარმოადგენს. ბრიგადის გენერალი ნიკოლოზ ჯანჯღავა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მთავრობასა და ნატოს უმაღლეს სამოქალაქო წარმომადგენელს შორის მჭიდრო სამხედრო-დიპლომატიური კავშირების განმტიცებაზე იქნება პასუხისმგებელი. ავღანეთის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების მზადყოფნის ამაღლების მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე საერთაშორისო მრჩევლების მუშაობას კოორდინირებასა და კონტროლს გაუწევს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე