"დღეს არის აფხაზეთის გმირების დღესასწაული, იმათი ლოცვა შეეწევა საქართველოს და ღვთის მადლით, ჩვენ შევხვდებით აფხაზეთში"
loader

Breaking news

"დღეს არის აფხაზეთის გმირების დღესასწაული, იმათი ლოცვა შეეწევა საქართველოს და ღვთის მადლით, ჩვენ შევხვდებით აფხაზეთში"

  • დღეს არის აფხაზეთის გმირების დღესასწაული იმათი ლოცვა შეეწევა საქართველოს და ღვთის მადლით ჩვენ შევხვდებით აფხაზეთში

თბილისი: ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მღვდელმსახურებთან ერთად წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, პატრიარქმა მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა.

"მე შევთხოვ უფალს, რომ უფალმა ძალი ერსა თვისსა მისცეს. უფალმა აკურთხოს ერი თვისი. ჯვარი უფლისა – ეს არის ძალა ღვთისა. ყოველი ადამიანი, ყოველი ერი არის მტვირთველი ჯვარისა. გისურვებთ, რომ ჯვარი ბოლომდე მივიტანოთ. კვარი იყოს მფარველი ჩვენი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჯვრის ტვირთვა გოლგოთაზე არ მთავრდება. ვინც იტვირთავს ჯვარსა, იმას მოელის აღდგომა და ამაღლება. ღმერთმა მოგცეს ძალა. დღეს არის აფხაზეთის გმირების დღესასწაული. იმათი ლოცვა შეეწევა საქართველოს, იმათი ლოცვა გახსნის გზას, იმათი ლოცვა აღამაღლებს ყოველ დაცემულ ადამიანს. იმათი ლოცვა ქმნის სასწაულს და ღვთის მადლით, ჩვენ შევხვდებით აფხაზეთში“, – აღნიშნა ილია მეორემ.

წირვის შემდეგ ილია მეორემ აფხაზეთის დაცემის დღეს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე