მართლმადიდებელი ეკლესია 27 სექტემბერს ჯვართამაღლებას აღნიშნავს
loader

Breaking news

მართლმადიდებელი ეკლესია 27 სექტემბერს ჯვართამაღლებას აღნიშნავს

  • მართლმადიდებელი ეკლესია 27 სექტემბერს ჯვართამაღლებას აღნიშნავს

თბილისი: 27 სექტემბერს მართლმადიდებელი სამყარო ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს.

ჯვართამაღლება მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337) სახელს უკავშირდება. ღვთის განგებით, წმინდა კონსტანტინემ და მისმა დედამ წმინდა ელენემ იერუსალიმში უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი მოიძიეს, რომელიც სამასი წლის განმავლობაში მიწაში იყო დამარხული. იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიმ კი მაცხოვრის ჯვარი ყველას დასანახად აამაღლა. ეს ფაქტი 326 წელს მოხდა. 

კონსტანტინე დიდი რომის პირველი იმპერატორი იყო, რომელმაც ქრისტიანთა დევნა შეწყვიტა და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე