საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი გარდაიცვალა
loader

Breaking news

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი გარდაიცვალა

  • საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი გარდაიცვალა

თბილისი: 86 წლის ასაკში საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი გარდაიცვალა.

როგორც "ბიბისი" შირაკის სიძეზე დაყრდნობით წერს, საფრანგეთის ექსპრეზიდენტი დღეს დილით ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა.

ჟაკ შირაკი საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას ზედიზედ ორჯერ - 1995-2007 წლებში იკავებდა. მის მიერ გატარებული რეფორმებიდან ერთ-ერთი საპრეზიდენტო ვადის 7-დან 5 წლამდე შემცირება იყო. 

ფრანგი პოლიტიკოსი ჟაკ შირაკი სხვადასხვა დროს არაერთ პოლიტიკურ თანამდებობაზე მუშაობდა. იყო საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრი, ორჯერ პრემიერ-მინისტრი. 1977-1995 წლებში ჟაკ შირაკი პარიზის მერი იყო. 2002 წლის 14 ივლისს, ბასტილიის დღეს, ულტრამემარჯვენე, მაქსიმ ბღუნღიმ პრეზიდენტის მოკვლა სცადა.

2011 წლის 15 დეკემბერს, პარიზის სასამართლომ ჟაკ შირაკი სახელმწიფო სახსრების არასათანადო ხარჯვაში და საზოგადოების ნდობის ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ ცნო და ორ წლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა.




იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე