საქართველოში კარტოფილის თესლის სერტიფიცირების საკითხები განიხილეს
loader

Breaking news

საქართველოში კარტოფილის თესლის სერტიფიცირების საკითხები განიხილეს

  • საქართველოში კარტოფილის თესლის სერტიფიცირების საკითხები განიხილეს

თბილისი: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაცების წარმომადგენლებმა კარტოფილის თესლის სერტიფიცირების განვითარების საკითხები განიხილეს. მხარეებმა საქართველოში არსებულ თესლის სერტიფიცირების სისტემაზე, ამ მიმართულებით სხავადასხვა ქვეყნის გამოცდილებასა და რეკომენდაციებზე, ასევე საქართველოში არსებულ კარტოფილის ძირითად დაავადებებსა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე იმსჯელეს.

4-დღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები სიონსა და სნოში, საველე ინსპექტირებაში ჩაერთვნენ და CIP-ის ნაკვეთები დაათვალიერეს.

"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიის შესაბამისად, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, საქართველოში მიმდინარეობს თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემების დანერგვა. ამ ნაწილში აქტიურად არის ჩართული სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომელიც   კარტოფილის სათესლე მასალის სერტიფიცირების დანერგვის მიმართულებით პროექტს კარტოფილის საერთაშორისო ცენტრთან ერთად ახორციელებს. პროექტის განხორციელების შედეგად, საქართველო უზრუნველყოფილი იქნება საკუთარი სათესლე მასალით, ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ  აწარმოონ ხარისხიანი პროდუქტი, რომლის ექსპორტზე გატანასაც შეძლებს“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნოდარ ხატიაშვილმა.

საქართველოში სათესლე მასალის სერტიფიცირების პროექტს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი 2015 წლიდან ახორციელებს. 2017 წელს კანონი „სავალდებული სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ შევიდა ძალაში, რომლის თანახმად კარტოფილის თესლის სერტიფიცირება ნებაყოფლობითია და ის საერთაშორისო სტანდარეტების დაცვით, საველე ინსპექტირების და სათესლე მასალის ლაბორატორიული ტესტირების შედეგების საფუძველზე ხდება.

CIP-თან ერთობლივი პროექტი „საქართველოში სოფლად საარსებო საშუალებების გაძლიერება: ჯანსაღი თესლის წარმოების ინტეგრირებული მიდგომის დანერგვა კარტოფილის ადგილობრივი თესლწარმოების სისტემაში“ 2017 წლიდან ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

სამუშაო შეხვედრას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, კომპანიის „აგრიკო“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქპატენტის, აკრედიტაციის ცენტრის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, სასოფლო საკონსულტაცო სამსახურის და ორგანიზაციის „ქეა“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე