"მე მეგონა, რომ აშშ-ში მხოლოდ ტრამპის საუბრის სტენოგრამას გაასაჯაროებდნენ"
loader

Breaking news

"მე მეგონა, რომ აშშ-ში მხოლოდ ტრამპის საუბრის სტენოგრამას გაასაჯაროებდნენ"

  • მე მეგონა რომ აშშ-ში მხოლოდ ტრამპის საუბრის სტენოგრამას გაასაჯაროებდნენ

კიევი: მე მეგონა, რომ აშშ-ში მხოლოდ ტრამპის საუბრის სტენოგრამას გაასაჯაროებდნენ, – ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ გაერო-ში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მანამდე, ის პირისპირ შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.

როგორც ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მას მიაჩნია, რომ სახელმწიფოს მეთაურებს შორის გამართული სატელეფონო საუბრების გასაჯაროება არ უნდა ხდებოდეს.

"ამის მიზეზი ბევრი გეოპოლიტიკური საკითხია, არსებობს ბევრი გეგმა. თუმცა, აქვე მინდა გითხრათ, რომ მე არაფრის მეშინია და ჩემზე ზეწოლას ვერავინ მოახდენს. მე, პირადად მეგონა, რომ ისინი მხოლოდ ტრამპის საუბარს გაასაჯაროებდნენ“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

გუშინ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის სტენოგრამა გაასაჯაროა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე