"ვერავინ იგრძნობთ თავს უსაფრთხოდ, როდესაც რუსეთი უკრაინაში ომს აწარმოებს, როდესაც ევროპაში ომია"
loader

Breaking news

"ვერავინ იგრძნობთ თავს უსაფრთხოდ, როდესაც რუსეთი უკრაინაში ომს აწარმოებს, როდესაც ევროპაში ომია"

  • ვერავინ იგრძნობთ თავს უსაფრთხოდ როდესაც რუსეთი უკრაინაში ომს აწარმოებს როდესაც ევროპაში ომია

კიევი: უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინას სჭირდება მსოფლიოს მხარდაჭერა. ამის შესახებ ვლადიმირ ზელენსკიმ გაერო-ს გენერალურ დებატებზე პირველი გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვერავინ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, როდესაც ევროპაში ომია.

"ჩვენ გვჭირდება მსოფლიოს მხარდაჭერა. მე მესმის, რომ აქ შეკრებილებს აქვთ საკუთარი სახელმწიფო ინტერესები და სხვისი პრობლემები არ უნდა გაწუხებდეთ, საკუთარ პრობლემებზე მეტად. მაგრამ თანამედროვე სამყაროში სხვისი ომი აღარ არსებობს. ვერავინ იგრძნობთ თავს უსაფრთხოდ, როდესაც რუსეთი უკრაინაში ომს აწარმოებს, როდესაც ევროპაში ომია. ფატალური იქნება ფიქრი, რომ ეს თქვენ არ შეგეხებათ. არ შეიძლება გლობალურზე იფიქრო და და თვალი დახუჭვა დეტალებზე, ან როგორც ზოგიერთი ფიქრობს წვრილმანებზე. სწორედ ასე იქმნებოდა საფუძველი ორი მსოფლიო ომისთვის. უყურადღებობის, დუმილის, უმოქმედობის ან საკუთარ ამბიციების უკან არ წაწევის ფასი იყო მილიონობით ადამიანი სიცოცხლე. – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინაში ისტორიის გაკვეთილები კარგად ახსოვთ.

ზელენსკის განცხადებით, მისი მთავრი მიზანი დონბასში კონფლიქტის დასრულებაა, თუმცა არა ადამიანების სიცოცხლის, თავისუფლების ან უკრაინის თავისუფალი არჩევანის ფასად.

"ხუთი წელი გრძელდება ომი დონბასში, ხუთი წელია, რაც რუსეთმა უკრაინის ანექსია მოახდინა. დღეს არსებობს საერთაშორისო სამართლის ათასობით ფურცელი და ასობით ორგანიზაცია, რომელიც მათ დასაცავად მზად არის, მაგრამ ჩვენი ქვეყანა იარაღით ხელში იცავს საკუთარ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

თავისი გამოსვლა მან ერნესტ ჰემინგუეის ნაწარმოების „მშვიდობით იარაღის“ ციტატით დაასრულა. მისი თქმით, ომში მოგებული არ არსებობს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე