აშშ-მა და პოლონეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი
loader

Breaking news

აშშ-მა და პოლონეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

  • აშშ-მა და პოლონეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

კიევი: აშშ-ისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. დონალდ ტრამპმა ასევე დაადასტურა, რომ პოლონეთში ამერიკელი სამხედროების განთავსებას გეგმავს. ტრამპის თქმით, სამხედროებს იგი პოლონეთში ევროპის რომელიმე ქვეყნიდან გადაიყვანს.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პოლონეთის მთავრობამ გამოთქვა მზადყოფნა, დააფინანსოს სამხედროებისთვის განკუთვნილი ობიექტების მშენებლობა.

გარდა ამისა, როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამია, აშშ-ის ლიდერმა პოლონელ კოლეგასთან გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის საკითხი განიხილა. ორივე პრეზიდენტი თანხმდება, რომ აღნიშნული პროექტი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის საშიშროებას წარმოადგენს. 

ანჟეი დუდამ და დონალდ ტრამპმა ამ პროექტისთვის წინააღმდეგობის გაწევის გზებზე ისაუბრეს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე