ძალოსანი რევაზ დავითაძე მსოფლიო ჩემპიონია
loader

Breaking news

ძალოსანი რევაზ დავითაძე მსოფლიო ჩემპიონია

  • ძალოსანი რევაზ დავითაძე მსოფლიო ჩემპიონია

თბილისი: ტაილანდის ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატში ქართველებმა პირველი ოქროს მედალი მოიპოვეს.

ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, 21 წლის რევაზ დავითაძემ ატაცში აკრების მთავარი მწვრთნელის გიორგი ასანიძის ყველა მითითება ზედმიწევნით კარგად შეასრულა და ოქროს მედალი მოიპოვა.

რევაზ დავითაძემ ოქროსთვის ბრძოლაში 166, 169, 172 კილოგრამი დაძლია და ატაციში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

ტაილანდის ქალაქ პატაიაში ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც გარდა მედლებისა, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებიც გათამაშდება.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე