ბორჯღალოსნები უელსთან 14:43 დამარცხდნენ
loader

Breaking news

ბორჯღალოსნები უელსთან 14:43 დამარცხდნენ

  • ბორჯღალოსნები უელსთან 1443 დამარცხდნენ

თბილისი: 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები უელსთან 14:43 დამარცხდა.

მატჩის დასაწყისში ბორჯღალოსნების მეტოქემ 3 ლელო დადო. ამის შემდეგ ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს უფრო აქტიური წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა ქულების მოპოვება ვერ შეძლეს. მატჩის პირველი ნახევარი ბორჯღალოსნებმა ანგარიშით 0:29 დათმეს.

უელსელებმა მეორე ტაიმში კიდევ ორი ლელოს დადება შეძლეს. რაც შეეხება ბორჯღალოსნებს, შალვა მამუკაშვილმა და ლევან ჩილაჩავამ უელსელებს თითო ლელო დაუდეს, გარდასახვა კი ორივე შემთხვევაში ზუსტად თედო აბჟანდაძემ შეასრულა. 

მომდევნო მატჩს ბორჯღალოსნები 29 სექტემბერს ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ, მესამე ტურში 3 ოქტომბერს ფიჯის ნაკრებს, მეოთხე ტურში კი 11 ოქტომბერს ავსტრალიას დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ნაკრები D ჯგუფში ავსტრალიის, უელსისა, ურუგვაის და ფიჯის ნაკრებებთან მოხვდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე