"მივმართავთ ყველას, არ დაუშვან საქართველოს რაგბის კავშირის დაცული სასაქონლო ნიშნების უნებართვო გამოყენება"
loader

Breaking news

"მივმართავთ ყველას, არ დაუშვან საქართველოს რაგბის კავშირის დაცული სასაქონლო ნიშნების უნებართვო გამოყენება"

  • მივმართავთ ყველას არ დაუშვან საქართველოს რაგბის კავშირის დაცული სასაქონლო ნიშნების უნებართვო გამოყენება

თბილისი: საქართველოს რაგბის კავშირი სარაგბო სიმბოლიკის გამოყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ბოლო პერიოდში სოციალურ სივრცეში არა ერთმა ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირმა თავიანთი საქმიანობის რეკლამირებისა და საზოგადოების ყურადღების მიბყრობის მიზნით დაიწყო სარაგბო სიმბოლიკის უკანონოდ გამოყენება. 

საქართველოს რაგბის კავშირი წარმოადგენს ქართული რაგბის სიმბოლოთა და ატრიბუტიკის მსოფლიოში ერთადერთ კანონიერ მფლობელს.

ეს სიმბოლოები, ნიშანთა სისტემა და სიტყვათა წყობა საქართველოს რაგბის კავშირის სახელზეა რეგისტრირებული და დაცულია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში - საქპატენტში.

შესაბამისად, მხოლოდ საქართველოს რაგბის კავშირს აქვს უფლება ნებისმიერი ფორმით გამოიყენოს ეს ნიშნები და მხოლოდ შეთანხემბის საფუძველზე მიანიჭოს მესამე პირებს მათი გამოყენების უფლება და დაუდგინოს აღნიშნულის გამოყენების ფარგლები.

მივმართავთ ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, არ დაუშვან საქართველოს რაგბის კავშირის დაცული სასაქონლო ნიშნების უნებართვო გამოყენება.

აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს დამრღვევის კანონისმიერ პასუხისმგებლობას.

შესაბამისად, გარდა მატერიალური პასუხისმგებლობის დაკისრების, საქართველოს რაგბის კავშირი აქცევს საჯაროს ყველა იმ ფიზიკური და იურიდიული პირის ვინაობას, რომლებიც დაარღვევენ აღნიშნულ მოთხოვნას, რითაც მათ შეექმნებათ რეპურაციული დისკომფორტი.

სასიხარულოა, რომ რაგბი პოპულარულია ბიზნეს წრეებში, ჩვენც მზად ვართ, დავეხმაროთ მათ თავიანთი საქმიანობის რეკლამირებასა და წარმატებაში. ამისათვის, საკმარისია, მხოლოდ შეთანხმება საქართველოს რაგბის კავშირთან, რაც ძალიან მარტივი პროცედურაა", - აღნიშნულია განცხადებაში.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე