საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასზე 23 სექტემბერს უელსს დაუპირისპირდება
loader

Breaking news

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასზე 23 სექტემბერს უელსს დაუპირისპირდება

  • საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასზე 23 სექტემბერს უელსს დაუპირისპირდება

თბილისი: საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასზე გახსნით მატჩს 23 სექტემბერს გამართავს და უელსის ნაკრებს დაუპირისპირდება.

იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით მატჩს ბორჯღალოსნები ქალაქ ტოიოტას სტადიონზე გამართავენ.

მატჩი თბილისის დროით 14:15 საათზე დაიწყება.

მეორე შეხვედრა ბორჯღალოსნებს 29 სექტემბერს ექნებათ, ამ დღის მეტოქე მოგვიანებით კანადა-ურუგვაის შორის გაირკვევა.

საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე მესამე მატჩში 3 ოქტომბერს ფიჯის ნაკრებს დაუპირისპირდება. ჯგუფური ეტაპის მეოთხე შეხვედრას კი ჩვენი გუნდი 11 ოქტომბერს ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს.

საქართველოს ნაკრები D ჯგუფში ავსტრალიის, უელსისა და ფიჯის ნაკრებებთან მოხვდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე