"ყველას მოვუწოდებ, რომ მესიობას თავი დავანებოთ, შეცდომები ცოტა ხანი არ გავახსენოთ ერთმანეთს"
loader

Breaking news

"ყველას მოვუწოდებ, რომ მესიობას თავი დავანებოთ, შეცდომები ცოტა ხანი არ გავახსენოთ ერთმანეთს"

  • ყველას მოვუწოდებ რომ მესიობას თავი დავანებოთ შეცდომები ცოტა ხანი არ გავახსენოთ ერთმანეთს

თბილისი: ვერც ერთი კაცი, ვერც ერთი პარტია, ვერც ჩვენ, თითოეული ჩვენთაგანი, ეპისკოპოსები ვიქნებით თუ ვინ ვიქნებით, მესიებად არ გამოვდგებით, არც ვართ და ამიტომ ერთმანეთის მიტევება უნდა ვისწავლოთ,- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე ბოდბის მონასტრის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

"ადამიანი თუ ვერ ხვდება, რომ ბოდიში უნდა მოიხადოს, შენდობა უნდა ითხოვოს, ვინც გონიერია მან შეუნდოს და მერე ეს მაგალითი ყველას აჩვენებს თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, იმიტომ, რომ თუ ასე გავაგრძელეთ, ქვეყანას დავღუპავთ და გადავჩეხავთ. მესია არავინ არაა ჩვენში, მესია ერთი გვყავს და ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტეა და ვერც ერთი კაცი, ვერც ერთი პარტია, ვერც ჩვენ, თითოეული ჩვენთაგანი, ეპისკოპოსები ვიქნებით თუ ვინ ვიქნებით, მესიებად არ გამოვდგებით, არც ვართ და ამიტომ ერთმანეთის მიტევება უნდა ვისწავლოთ. საქართველოს სიყვარულის გამო ერთმანეთის ბევრი რამ უნდა დავივიწყოთ და ავაშენოთ ის ქვეყანა, რაც ასე სანატრელია თითოეული ქართველისთვის. რა უნდა ვუთხრათ წინაპრებს? ვინ ვართ და რას ვაკეთებთ? ჟორდანიას რჯულს უნდა დავემსგავსოთ? ხომ ვნახეთ, როცა ათეისტი იყო ჟორდანია, რა დაემართა საქართველოს?! ეკლესიას ებრძოდა, გაზიდა ყველაფერი ეკლესიიდან, რა სიტყვებს ეუბნებოდა კათალიკოსს თუ სხვას და დღეს კიდევ გამოჩნდებიან ადამიანები და მასზე რაღაც კარგს ამბობენ. ასეთი ადამიანები რომ იყვნენ, იმიტომ დაიღუპა საქართველო და ახლაც ყველას მოვუწოდებ, რომ მესიობას თავი დავანებოთ, ერთმანეთის შეცდომები ცოტა ხანი არ გავახსენოთ ერთმანეთს და როდესაც მოვძლიერდებით და ძლიერი საქართველო იქნება, ვინმეს სურვილი თუ ექნება, „ვისაც ხორცის ჭამა უნდა მოვიდნენ და დაგვგლიჯონ იმ გალესილი კბილებით“, – განაცხადა მეუფე იაკობმა. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე