გენო პეტრიაშვილი სამგზის მსოფლიოს ჩემპიონია
loader

Breaking news

გენო პეტრიაშვილი სამგზის მსოფლიოს ჩემპიონია

  • გენო პეტრიაშვილი სამგზის მსოფლიოს ჩემპიონია

თბილისი: მძიმეწონოსანი მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი სამგზის მსოფლიო ჩემპიონია. ყაზახეთის ქალაქ ნურ-სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ქართველმა მოჭიდავემ თურქი ტაჰა აკგული დაამარცხა.

ნახევარფინალში პეტრიაშვილმა უკრაინელ ხოციავინსკის ანგარიშით 6:2 მოუგო და საქართველოს ნაკრებს 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიაც მოუტანა.

ეს გენო პეტრიაშვილისთვის მსოფლიო ჩემპიონის მესამე ტიტულია. 

დღესვე, საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი ირაკლი მწითურმა (92კგ) მოუტოვა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე