თეთრი სახლი ადასტურებს, რომ ტრამპის და ზელენსკის შეხვედრა 25 სექტემბერს გაიმართება
loader

Breaking news

თეთრი სახლი ადასტურებს, რომ ტრამპის და ზელენსკის შეხვედრა 25 სექტემბერს გაიმართება

  • თეთრი სახლი ადასტურებს რომ ტრამპის და ზელენსკის შეხვედრა 25 სექტემბერს გაიმართება

კიევი: თეთრი სახლი ადასტურებს, რომ აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ ზელენსკის შეხვედრა 25 სექტემბერს გაიმართება. 

პრეზიდენტების შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგება.

ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

თეთრი სახლის წარმომადგენელის თქმით, ტრამპი ზელენსკისთან უკრაინაში ეკონომიკური რეფორმების გაგრძელების საკითხს განიხილავს.

ორი ქვეყნის მეთაურის შეხვედრა ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში, ვარშავაში, მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ სამიტზე იგეგმებოდა, თუმცა ქარიშხალ "დორიანის“ გამო ტრამპმა პოლონეთში ვიზიტი გააუქმა.

უკრაინის პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტი 23-26 სექტემბერს გაიმართება.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე