კიევში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ხიდის აფეთქებით იმუქრებოდა
loader

Breaking news

კიევში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ხიდის აფეთქებით იმუქრებოდა

  • კიევში დააკავეს მამაკაცი რომელიც ხიდის აფეთქებით იმუქრებოდა

კიევი: შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც კიევში ხიდის აფეთქებით იმუქრებოდა, სამართალდამცველებმა დააკავეს. 

მამაკაცის დაკავება ოფიციალურად დაადასტურა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა.

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, მამაკაცი სავარაუდოდ, ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა. 

შეიარაღებულმა მამაკაცმა დაკავებამდე პოლიციის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. შეიარაღებული პირი ჰაერში ისროდა და მეტროს ხიდის აფეთქებით იმუქრებოდა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სპეცრაზმის სნაიპერები და ორი ჯავშანტრანსპორტიორი. ინციდენტის გამო მეტროპოლიტენის მოძრაობა სადგურ „კრეშატიკიდან“ სადგურ „ლესნოიმდე“ პარალიზებული იყო.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე