თეიმურაზ შარაშენიძემ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
loader

Breaking news

თეიმურაზ შარაშენიძემ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

  • თეიმურაზ შარაშენიძემ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

თბილისი: უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვასილ ბოდნარს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, შავ ზღვასა და რეგიონის უსაფრთხოების საკითხები და უახლოეს პერიოდში მოსალოდნელი ვიზიტები.

შეხვედრას ესწრებოდნენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ევროპული დეპარტამენტის დირექტორი ვოლოდიმირ შკუროვი, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო პროტოკოლის უფროსი ოლგა ჩუბრიკოვა და მეორე ევროპული დეპარტამენტის თანამშრომელი ირინა კოზიკი.

თეიმურაზ შარაშენიძე უკრაინაში საქართველოს ელჩად 11 სექტემბერს დაინიშნა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე