უკრაინაში ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელის სახლი დაწვეს
loader

Breaking news

უკრაინაში ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელის სახლი დაწვეს

  • უკრაინაში ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელის სახლი დაწვეს

კიევი: კიევთან, დასახლება გორენიჩიში უკრაინის ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელის ვალერია გონტარიოვას სახლი დაწვეს.

გონტარიოვას ინფორმაციით, სახლის ტერიტორიაზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შეაგდეს, სახლი მთლიანად დაიწვა.

აღსანიშნავია, რომ 30 აგვისტოს ვალერია გონტარიოვას ლონდონის ცენტრში ავტომობილი დაეჯახა. ქალს ოპერაცია ჩაუტარდა და უახლოეს დღეებში მას მეორე ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდება. 

5 სექტემბერს დაუდგენელმა პირებმა ბენზინი გადაასხეს და დაწვეს ეროვნული ბანკის ყოფილი თავმჯდომარის ვალერია გონტარიოვას რძლის სახელზე რეგისტრირებული მანქანა, რომელსაც ასევე ვალერია გონტარიოვა ჰქვია.

ვალერია გონტარიოვა უკრაინის ეროვნულ ბანკს 2014-2018 წლებში ხელმძღვანელობდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე