სალომე ზურაბიშვილსა და ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
loader

Breaking news

სალომე ზურაბიშვილსა და ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

  • სალომე ზურაბიშვილსა და ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

თბილისი: საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა კახის რაიონში, სოფელ ალიბეგლოში ქართული სკოლის გახსნის გამო.

თავის მხრივ, ილჰამ ალიევმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს აზერბაიჯანის მხარდაჭერა, როგორც ჩვენი ქვეყნის მეგობარმა და სტრატეგიულმა პარტნიორმა.

სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს ასევე მადლობა გადაუხადა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის საარჩევნო პროცესში საქართველოს კანდიდატურის მხარდაჭერისათვის.

სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე