თავდაცვის მინისტრმა მედლინ მუნს JTEC-ში უმასპინძლა
loader

Breaking news

თავდაცვის მინისტრმა მედლინ მუნს JTEC-ში უმასპინძლა

  • თავდაცვის მინისტრმა მედლინ მუნს JTEC-ში უმასპინძლა

თბილისი: საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მედლინ მუნს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) უმასპინძლა.

თავდაცვის მინისტრმა მედლინ მუნს მადლობა გადაუხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის, რაც ასახულია მათ რეზოლუციებსა და რეკომენდაციებში.

მედლინ მუნმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს თავდაცვის ძალებში არსებულ მაღალ სტანდარტებზე, ქართველი სამხედროების სამაგალითო მონაწილეობაზე სამშვიდობო მისიებში და აღნიშნა, რომ JTEC ნატოს ოჯახის ერთგულების კიდევ ერთი დასტურია.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე