რესტორან "ქალაქურის" გამწოვში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
loader

Breaking news

რესტორან "ქალაქურის" გამწოვში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

  • რესტორან ქალაქურის გამწოვში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისი: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რესტორან "ქალაქურის" გამწოვში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ზ. გამსახურდიას სანაპიროზე, რესტორან "ქალაქურის" სახურავზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები გავიდნენ.

ცეცხლი ჰაერის გამწოვ სისტემას გაუჩნდა და არსებობდა გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა რეაგირება დროულად მოახერხეს.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

ადგილზე მუშაობდა 4 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 20-მდე მეხანძრე-მაშველი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე