გიორგი გახარიამ ტოივო კლაართან ოკუპირებულ ახალგორსა და სოფელ ჩორჩანაში მიმდინარე პროცესები განიხილა
loader

Breaking news

გიორგი გახარიამ ტოივო კლაართან ოკუპირებულ ახალგორსა და სოფელ ჩორჩანაში მიმდინარე პროცესები განიხილა

  • გიორგი გახარიამ ტოივო კლაართან ოკუპირებულ ახალგორსა და სოფელ ჩორჩანაში მიმდინარე პროცესები განიხილა

თბილისი: ოკუპირებულ ახალგორში ე.წ გამშვები პუნქტის ჩაკეტვასა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ტოივო კლაარს შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები, როგორიცაა ე.წ გამშვები პუნქტის ჩაკეტვა, ამძიმებს ჰუმანიტარულ მდგომარეობას და მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს.

საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოფელ ჩორჩანაში, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სტანდარტული საპოლიციო საგუშაგოს მოწყობის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს და იმ დესტრუქციულ ქმედებებს, რომელსაც ბოლო პერიოდში ადგილი ჰქონდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან.

საუბრისას პრემიერმა ხაზი გაუსვა  ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების მხრიდან საკითხის მაღალი რანგის დიპლომატიური ფორმატების ფარგლებში განხილვის აუცილებლობას და ევროკავშირის წევრი სახელმწოფოების დედაქალაქებისთვის ინფორმაციის მყისიერ რეჟიმში მიწოდების აუცილებლობას.

შეხვედრაზე პრემიერმა და ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ასევე ხაზი გაუსვეს ვითარების მაქსიმალური დეესკალაციის მნიშვნელობას და ამ კუთხით  ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების, ისევე როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პლატფორმების გამოყენების აუცილებლობას.

პრემიერ-მინისტრმა ტოივო კლაარს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ევროკავშირის აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობის შესწავლის პროცესში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე