"იმ კაცმა, ამ მთის იქით რომ ცხოვრობს, მაგიდას ჩამოარტყა ხელი და თქვა, ეს მელია დააბით სახლშიო, შეზღუდვას არ დავიწესებ"
loader

Breaking news

"იმ კაცმა, ამ მთის იქით რომ ცხოვრობს, მაგიდას ჩამოარტყა ხელი და თქვა, ეს მელია დააბით სახლშიო, შეზღუდვას არ დავიწესებ"

  • იმ კაცმა ამ მთის იქით რომ ცხოვრობს მაგიდას ჩამოარტყა ხელი და თქვა ეს მელია დააბით სახლშიო შეზღუდვას არ დავიწესებ

თბილისი: "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია გენერალურ პროკურატურაში ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა. საგამოძიებო უწყებამ ის აღკვეთის ღონისძიების დარღვევის მოტივით, გაფრთხილების მიზნით დაიბარა.

მელია უწყებაში დაბარებასა და საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას ხელისუფლების ზეწოლის გაგრძელებად აფასებს და აცხადებს, რომ მას აღკვეთის ღონისძიების პირობები არ დაურღვევია.

“თუ კანონი დავარღვიე, ოთხი დღე რას ფიქრობდნენ? თავადაც იციან, რომ კანონდარღვევა აქ არ არის და ჩიხში მოიქციეს თავი. სამაჯური გავიკეთე შეგნებულად. სახლში დავიყენე აპარატურა, გირაო შევიტანე, პასპორტები ჩამომართვეს. ეს ყველაფერი გავაკეთე, რათა არ ეთქვათ, რომ არ ვასრულებ რამეს. იმ კაცმა, ამ მთის იქით რომ ცხოვრობს, მაგიდას ჩამოარტყა ხელი და თქვა, რომ ეს მელია დააბით სახლშიო. მართლა, როგორც ოთხფეხა მელიაზე, ისე ნადირობენ. შეზღუდვას არ დავიწესებ, კანონს და კონსტიტუციას არ დავარღვევ”, – განაცხადა ნიკა მელიამ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე