"ჩვენ ვუყურებთ სად არის ბზარები, რისკები, რადგან გვინდა, უფრო ძლიერები იყოთ"
loader

Breaking news

"ჩვენ ვუყურებთ სად არის ბზარები, რისკები, რადგან გვინდა, უფრო ძლიერები იყოთ"

  • ჩვენ ვუყურებთ სად არის ბზარები რისკები რადგან გვინდა უფრო ძლიერები იყოთ

თბილისი: თქვენი მტრები ეძებენ რისკებსა და ბზარებს, რომ გაგტეხონ და ნაწილებად დაგშალონ, ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ეს არ მოხდება, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მედლინ მუნმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, გასაოცარია ის, რაც საქართველომ 30 წელიწადში მიაღწია.

"არა მხოლოდ მოქალაქეები გიყურებენ, გაკრიტიკებენ, მონიტორინგს უწევენ მედიასა და სასამართლო სისტემას, ასევე გიყურებენ თქვენი მეგობრები და მოკავშირეები. ჩვენ ვუყურებთ სად არის ბზარები, რისკები, რადგან გვინდა, უფრო ძლიერები იყოთ. თქვენი მტრები ეძებენ იმავე რისკებსა და ბზარებს, რომ გაგტეხონ და ნაწილებად დაგშალონ. ჩვენ კი გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ეს არ მოხდება“, – განაცხადა მედლინ მუნმა.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე