"თუ რამით ასოცირდებიან ერთმანეთთან მამუკა ხაზარაძე და ანაკლიის პროექტი, ეს შეუსრულებელი ვალდებულებებია"
loader

Breaking news

"თუ რამით ასოცირდებიან ერთმანეთთან მამუკა ხაზარაძე და ანაკლიის პროექტი, ეს შეუსრულებელი ვალდებულებებია"

  • თუ რამით ასოცირდებიან ერთმანეთთან მამუკა ხაზარაძე და ანაკლიის პროექტი ეს შეუსრულებელი ვალდებულებებია

თბილისი: "თუ რამით ასოცირდებიან ერთმანეთთან მამუკა ხაზარაძე და ანაკლიის პროექტი, ეს შეუსრულებელი ვალდებულებებია", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლია სესიაშვილმა განაცხადა.

"ხაზარაძის მოძრაობის პრეზენტაციის ადგილმა ჩემზე ანაკლიის თემით სპეკულირების შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა, საეჭვოა ამ თემამ მას წარმატება მოუტანოს, რადგან თუ რამით ასოცირდებიან ერთმანეთთან მამუკა ხაზარაძე და ანაკლიის პროექტი ეს შეუსრულებელი ვალდებულებებია. სახელმწიფოს მაქსიმალური მხარდაჭერის, მშენებლობის ვადების მრავალგზის კორექტირების მიუხედავად, მან მაინც ვერ შეძლო პირობის შესრულება. შეიძლება ითქვას, რომ მამუკა ხაზარაძე ჯერ პოლიტიკაში არც შემოსულა და უკვე გამოავლინა არასერიოზული პოლიტიკოსისთვის დამახასიათებელი ყველაზე ცუდი თვისება - დანაპირების არშესრულება“,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე