"ვხედავთ, როგორ ტენიან საქართველოს იარაღით, ითრევენ სამხედრო ბლოკებში და მოტივაციად კი რაღაც სტაბილურობას ასახელებენ"
loader

Breaking news

"ვხედავთ, როგორ ტენიან საქართველოს იარაღით, ითრევენ სამხედრო ბლოკებში და მოტივაციად კი რაღაც სტაბილურობას ასახელებენ"

  • ვხედავთ როგორ ტენიან საქართველოს იარაღით ითრევენ სამხედრო ბლოკებში და მოტივაციად კი რაღაც სტაბილურობას ასახელებენ

თბილისი: ჩვენ ვხედავთ, როგორ ტენიან საქართველოს იარაღით, ითრევენ სამხედრო ბლოკებში და ამის მოტივაციად ვაშინგტონსა და ბრიუსელში რაღაც სტაბილურობას ასახელებენ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა  ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

"თუ კონკრეტულ ფაქტებზე ვისაუბრებთ, ჩვენ ვხედავთ, როგორ ტენიან საქართველოს იარაღით, ითრევენ სამხედრო ბლოკებში და ამის მოტივაციად ვაშინგტონსა და ბრიუსელში ამ სახელმწიფოსა და მთელი რეგიონის რაღაც „სტაბილურობას“ ასახელებენ. მუდმივად საუბრობენ რუსულ ოკუპაციაზე და ა.შ. მსურს შეგასხენოთ, რომ სწორედ აშშ-ის ზეწოლით მიღებული 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს „გარანტირებული“ შესვლის შესახებ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ იყო აღქმული, როგორც პირდაპირი სიგნალი სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიისთვის. ამ აგრესიამ, საბოლოო ჯაში, რეგიონში ცვლილებები გამოიწვია, რომლის წინაპირობები და მიზნები დასავლელი ანალიტიკოსებისა და ოფიციალური პირების მიერ ჯიუტად უგულვებელყოფილია“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

მისივე თქმით, "თუ დასავლელ პარტნიორებს და მათ, ვინც მათ ინფორმაციულად ემსახურება, სურთ, გაიგონ რეალური სიტუაცია ამ სახელმწიფოებში, შესაძლებელია იქ უბრალოდ ჩასვლა". 

"როგორც ამბობენ, სიმართლეს ფასი არ აქვს, თუმცა ამ შემთხვევაში – აქვს. ეს ფასი ექვივალენტურია ბილეთის ფასის, რომელიც შეიძლება შეიძინო, ჩახვიდე სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და უბრალოდ გაესაუბრო ხალხს, რომელიც იქ ცხოვრობს, პირდაპირ ჰკითხო მათ, რას ფიქრობენ ისინი რეგიონში და თავიანთ ქვეყნებში შექმნილ სიტუაციაზე, როგორ აფასებენ ისინი საკუთარ რეალიებს იმის მაგივრად, რომ მთელი ისტორია მათ ნაცვლად მოიგონო“, – განაცხადა ზახაროვამ.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე