"წარმოდგენა არ მაქვს დღეს ვინ არის სანდო და ვინ არ არის სანდო"
loader

Breaking news

"წარმოდგენა არ მაქვს დღეს ვინ არის სანდო და ვინ არ არის სანდო"

  • წარმოდგენა არ მაქვს დღეს ვინ არის სანდო და ვინ არ არის სანდო

თბილისი: ამ შეხვედრის შესახებ არ მსმენია და არ ვყოფილვარ, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, რომელიც საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ გუშინ „ტვ პირველის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა, სადაც ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილთან და ვანო ჩხარტიშვილთან შეხვედრაზე ისაუბრა.

"იცით, როგორ მისვამთ კითხვას? რომ ფაქტი მომხდარია და ჩემი შეფასება გინდათ. ჯერ დაადასტურეთ ფაქტი, იყო თუ არა შეხვედრა, ვინ იყო ამ შეხვედრაზე. არ ვიცი ამ შეხვედრის შესახებ, არ ვყოფილვარ და აბა, რა გითხრათ. წარმოდგენა არ მაქვს დღეს ვინ არის სანდო და ვინ არ არის სანდო. მე ვიცი ერთი რამ, ამ შეხვედრის შესახებ არ მსმენია და არ ვყოფილვარ. დანარჩენი, თქვენ მითხარით ქართულ პოლიტიკაში ვინ არის სანდო და ვინ არ არის სანდო“, – განუცხადა ფინანსთა მინისტრმა ჟურნალისტებს.

"არესობს ასეთი პერსონა, მიჭირს მას ბიზნესმენი დავუძახო, ვანო ჩხარტიშვილი, რომელიც "თიბისი ბანკს" სთხოვდა 30 მილიონ დოლარს, რატომ, არავინ იცის, ჩვენ დავიწყეთ თავის დაცვა სრულიად ლეგალურად, სამართლებრივი გზით. გავარკვიეთ, რომ მას ანალოგიური საქმეები აღძრული ჰქონდა სხვა მსხვილი ბიზნესების მიმართაც.  და ეს საქმეები ერთ მოსამართლესთან მიდიოდა და წყდებოდა ისე, როგორც ჩხარტიშვილს აწყობდა. ანუ ეს საქმეები ცხვებოდა როგორც იმერული ხაჭაპური, ჩვეულებრივი რუსული სქემა იყო, ფულის ამოღების. სამართლებრივი დავა გავაგრძელეთ საკონსტიტუციო სასამართლოში. ერთხელაც, გერმანიაში ვიმყოფებოდი მაშინ და ამ საქმესთან დაკავშირებით  დამირეკა ბიძინა ივანიშვილმა. ერთი საათი ვისაუბრეთ, მეგობრული საუბარი იყო და მთხოვა, რომ ეს სარჩელი გამომეტანა სასამართლოდან. ძალიან გამიჭირდა ამის გაკეთება, მაგრამ მაინც დავურეკე ჩემს უცხოელ პარტნიორებს, დავარწმუნე ისინ, რომ ასე უნდა მოვქცეულიყავით და გამოვიტანეთ სარჩელი სასამართლოდან, ორშაბათს... ამის შემდეგ ხდება შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან სახლში. ვიყავით ჩვენ - მე და ბადრი, ვანო ჩხარტიშვილი, რომან ფიფია, ვერ გავიგე რატომ და მაშინდელი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. გავოგნდი, რადგან მოვხვდი ვითარებაში, სადაც ყველაფერი ივანიშვილი იყო - პროკურორიც, მოსამართლეც, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეც, ყველაფერი და მის გვერდით იჯდა მთავარი პროკურორი. შოთაძე ჩუმად იჯდა, ბოლოს კი თქვა, მე ამაში ვერაფერს ისეთს ვერ ვხედავო. ივანიშვილი იყო პატარა სახელმწიფო, რომელიც საქმეს არჩევდა და გვერდით ეჯდა მტავარი პროკურორი, გესმით რასთან გვაქვს საქმე? მაშინ როდესაც გარეთ 21-ე საუკუნეა?მართალი გითხრათ ჩვენ ამ მძიმე შეხვედრიდან ისეთი აზრი გამოვიტანეთ, რომ ჩხარტიშვილისთვის ფული უნდა გადაგვეხადა, რაღაც ფული. ისიც ვერ გავიგე, ამ ამბავზე მოგივიანებით რომ თქვა, ჩხარტიშვილმა ხაზარაძეს 100-ით ნული მოუგოო", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ გუშინ "რეაქციაში". 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე