"შევთანხმდით, რომ ჩვენი ძირითადი პრინციპები იქნება საქმის დროული და ეფექტიანი კეთება, კეთილსინდისიერება და დისციპლინა"
loader

Breaking news

"შევთანხმდით, რომ ჩვენი ძირითადი პრინციპები იქნება საქმის დროული და ეფექტიანი კეთება, კეთილსინდისიერება და დისციპლინა"

  • შევთანხმდით რომ ჩვენი ძირითადი პრინციპები იქნება საქმის დროული და ეფექტიანი კეთება კეთილსინდისიერება და დისციპლინა

თბილისი: ჩვენი ძირითადი პრინციპები იქნება საქმის დროული, ეფექტიანი კეთება, კეთილსინდისიერება და დისციპლინა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომელიც მისი ხელმძღვანელობით დღეს პირველად იმართება.

მისი თქმით, ყველამ ერთად უნდა იზრუნოს პირველ რიგში, ახალგაზრდებზე, ბავშვებსა და ღვაწლმოსილ მოხუცებზე.

"მინდა, ასევე ხაზგასმით აღვნიშნო, რომ შევთანხმდით, რომ ჩვენი ძირითადი პრინციპები იქნება საქმის დროული და ეფექტიანი კეთება, კეთილსინდისიერება და რაც მთავარია, დისციპლინა. ჩვენი ძირითადი პრინციპი იქნება ღიაობა, მაქსიმალური კომუნიკაცია უნდა ავაწყოთ ჩვენს მოქალაქეებთან, სამოქალაქო სექტორთან, ბიზნესთან. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ პირველ რიგში, ჩვენს ახალგაზრდებზე, ბავშვებსა და ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებზე. ასევე, მინდა გთხოვოთ, რომ ჩვენი ღიაობის პრინციპის თითოეულმა თქვენგანმა მთავრობის სხდომის შემდეგ, არა მხოლოდ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე გააცნოს მედიას ინფორმაცია, რომელსაც წარმოადგენენ მთავრობის სხდომაზე, არამედ საზოგადოებისა და ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან თემებზე, თუნდაც ეს თემები მთავრობის სხდომაზე განსახილველი არ ყოფილიყოს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ ჩვენს პირველ შეკრებას ნდობის გამოცხადების შემდეგ.გილოცავთ განსაკუთრებით მობრუნებულ ჩვენს მინისტრებს. შევუდგეთ მუშაობას. მედია მადლობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე