პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა თანამდებობა დატოვა
loader

Breaking news

პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა თანამდებობა დატოვა

  • პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა თანამდებობა დატოვა

თბილისი: საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა გიორგი ჭოლაძემ თანამდებობა ოფიციალურად დატოვა. 

აპარატის უფროსს უფლებამოსილება ახალი პრემიერ-მინისტრის დამტკიცების შემდეგ ავტომატურად შეუწყდა, თუმცა დღეს ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ჭოლაძე აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობას აღარ გააგრძელებს.

გიორგი ჭოლაძე დღეს თანამშრომლებსაც დაემშვიდობა.

"ყველა ვერ ესწრებოდა დღევანდელ (ბოლო) დილის შეკრებას. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს გვერდში დგომისთვის. წარმატებები“, – წერს გიორგი ჭოლაძე „ფეისბუქში“.

გიორგი ჭოლაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრობისას დაინიშნა. მანამდე ის მამუკა ბახტაძესთან ერთად მუშაობდა ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს რკინიგზაში.

არსებული ინფორმაციით, გიორგი ჭოლაძე მუშაობას სხვა სახელმწიფო უწყებაში გააგრძელებს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე