loader

Breaking news

"გერმანია კვლავ მზად არის, დაეხმაროს საქართველოს დემოკრატიული და კონსტიტუციური სტრუქტურების შემდგომ განვითარებაში"

  • გერმანია კვლავ მზად არის დაეხმაროს საქართველოს დემოკრატიული და კონსტიტუციური სტრუქტურების შემდგომ განვითარებაში

თბილისი: გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრად დამტკიცებას ულოცავს.

მილოცვის ტექსტი გერმანიის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას. მოხარული ვარ, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობები მუდმივად ვითარდება. ეს ეხება შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ნატო-საქართველოს კომისიის ჩარჩოში, ასევე ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს. გერმანია კვლავ მზად არის, დაეხმაროს საქართველოს დემოკრატიული და კონსტიტუციური სტრუქტურების შემდგომ განვითარებაში. გისურვებთ წარმატებებს, ძალასა და მიღწევებს ამ საპასუხისმგებლო საქმიანობაში“ – ნათქვამია ანგელა მერკელის მისალოც წერილში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე